
ჯენი ჰანი
ჯენი ჰანი (1980) ამერიკელი ავტორი, სცენარისტი და პროდიუსერია. მისი რომანები დღეს მილიონობით მკითხველსა და მაყურებელს ჰყავს.
- ყველაზე მეტად ცნობილია სერიებით:
The Summer I Turned Pretty – რომელიც Amazon Prime-ზე სერიალად გადაიქცა.
To All the Boys I've Loved Before – Netflix-ის პოპულარული ფილმების ტრილოგია.
- წერა კოლეჯში დაიწყო და 2006 წელს გამოუშვა პირველი წიგნი Shug.
- 2009–2011 წლებში გამოსცა The Summer I Turned Pretty ტრილოგია – რომელიც New York Times–ის ბესტსელერი გახდა.
- 2012–2014 წლებში დაწერა კიდევ ერთი ტრილოგია – Burn for Burn.
- 2014 წელს გამოჩნდა მისი ყველაზე პოპულარული პროექტი To All the Boys I’ve Loved Before, რომელსაც მალევე მოჰყვა გაგრძელებები: P.S. I Still Love You (2015) და Always and Forever, Lara Jean (2017).
დღეს ჯენი ჰანი არა მხოლოდ წიგნების ავტორია, არამედ საკუთარი ისტორიების ეკრანზე გადამტანი შოურანერიც.