
სხვისი სახე
by კობო აბე
0 · 0 შეფასება
ცნობილი იაპონელი მწერლის, დრამატურგისა და სცენარისტის, კობო აბეს რომანი „სხვისი სახე“ მოგვითხრობს ამბავს კაცისა, რომელმაც ქიმიური ექსპერიმენტით სახე დაიზიანა. ფიზიკური ტრანსფორმაცია მის სამყაროს რადიკალურად ცვლის. სამყაროც სხვაგვარად აღიქვამს - ცოლიც კი უარს ამბობს მასთან ურთიერთობაზე. სამყაროში, რომელშიც ადამიანებს სახით აფასებენ და რომელშიც ადამიანებს სულიერი სახე დაკარგული აქვთ, საკუთარი თავის პოვნა კიდევ უფრო უჭირთ. თანაგრძნობით სავსე მზერით გარშემორტყმული უსახო კაცი მარტოობის დასაძლევად იწყებს ნიღბის შექმნას. ახალი სახე მას ნანატრ თავისუფლებას მოუტანს, თუმცა სიუჟეტის დასასრულს ძნელია იმის დადგენა, თავად მამაკაცია ნიღბის მფლობელი თუ პირიქით…
კომენტარები ჯერ არ არის