
ფრიი
by ირმა მალაციძე
0 · 0 შეფასება
ბიჭს ფრის ეძახიან, რადგან ბავშვობიდან გაფრენაზე ოცნებობს. მისი ნამდვილი სახელი არავის ახსოვს, ფრიმ ხომ ფრთები გამოიგონა და თავისი სოფლიდან შორს, ძალიან შორს გაფრინდა. იმ ქვეყანაში, სადაც გამომგონებელი ბიჭი აღმოჩნდა პირველეთს უწოდებენ. სულ პატარა ქვეყანაა პირველეთი, თუმცა ახირებული მეფე ჰყავს, რომელმაც გადაწყვიტა იმპერატორი იყოს და პირველიონ პირველი დაირქვა. ფრის თავგადასავალი პირველეთში ძალიან საინტერესოდ იწყება.
კომენტარები ჯერ არ არის