ხელბურთი - ხორვატია - საქართველო

ჩვენება დასრულდა

არ გამოტოვოთ ისტორიული მატჩები: ქართველი ემიგრანტებისთვის ვებჟურნალი kartuli.news საქართველოს ხელბურთელთა ნაკრების ევროპის ჩემპიონატის თამაშების ექსკლუზიურ ლაივ-ტრანსლაციას შემოგთავაზებთ! იყავით ჩვენთან ერთად და უგულშემატკივრეთ ეროვნულ გუნდს მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან. მთავარმა მწვრთნელმა, ტიტე კალანდაძემ 16-კაციანი შემადგენლობა უკვე დაასახელა. გუნდში 11 გამოცდილი და 5 დებიუტანტი ხელბურთელია, თუმცა ტრავმის გამო ნაკრებს კაპიტანი თეიმურაზ ორჯონიკიძე დააკლდება. ევროპის ჩემპიონატი 15 იანვარი – 1 თებერვლის პერიოდში დანიაში, ნორვეგიასა და შვედეთში გაიმართება. საქართველოს ნაკრების განრიგი: 17 იანვარს ხორვატიასთან, 19 იანვარს შვედეთთან, ხოლო 21 იანვარს ნიდერლანდებთან. ეროვნული გუნდის შემადგენლობა: ზურაბ ცინცაძე, დავით ნიქაბაძე, გიგი რუხაძე, ხაზეინ რუსტამოვი, ვახტანგ ხარებაშვილი, დავით გრიშიკაშვილი, გიორგი ლაპიაშვილი, მირიან გავაშელიშვილი, ვახტანგ ხელისუფალი, გიორგი არეშიძე, ირაკლი კბილაშვილი, ერეკლე არსენაშვილი, გიორგი დიხამინჯია, ზურაბ გოგავა, გიორგი ცხოვრებაძე და ნიკოლოზ კალანდაძე.

17 Jan 2026, 20:50
17 Jan 2026, 23:00