ქართული ბიბლიოთეკა ვროცლავში
ქართული კულტურისა და ლიტერატურის ცენტრი პოლონეთში
მოგესალმებით ვროცლავის ქართულ ბიბლიოთეკაში
ეს არის უნიკალური სივრცე, რომელიც ქართული დიასპორული ასოციაცია „საქართველო“-ს და ორგანიზაცია Wroclaw Possibilities Know No Borders-ის ინიციატივით დაარსდა. მისი მიზანია საზღვრებს გარეთ მცხოვრები ქართველებისა და ქართული კულტურით დაინტერესებული ყველა მკითხველისთვის ხელმისაწვდომი გახდეს მდიდარი ქართული ლიტერატურული მემკვიდრეობა.
პროექტის განხორციელებას მხარი დაუჭირა გიორგი კეკელიძემ, წიგნიერების გამავრცელებელი საზოგადების თავმჯდომარემ, და წიგნის მაღაზიათა ქსელმა „ბიბლუსმა“. ბიბლიოთეკა საზეიმოდ გაიხსნა 2024 წლის 24 ივნისს და მას შემდეგ აქტიურად აგრძელებს ქართული კულტურის პოპულარიზაციას.
ბიბლიოთეკის სივრცე გთავაზობთ
-
ლიტერატურული საღამოები და დისკუსიები
შეხვედრები, სადაც ერთად განიხილავთ როგორც კლასიკურ, ისე თანამედროვე ნაწარმოებებს.
-
საბავშვო აქტივობები
ზღაპრების კითხვა და ინტერაქტიული, შემეცნებითი შეხვედრები პატარებისთვის.
-
ქართული ენის სასწავლო კურსები
გაკვეთილები როგორც მოზარდებისთვის, ისე მოზრდილებისთვის.
ბიბლიოთეკაში ამჟამად 152 წიგნი ინახება – კლასიკური და თანამედროვე ქართველი ავტორების ნამუშევრები, ასევე მსოფლიო ლიტერატურის საუკეთესო ნიმუშები ქართულ ენაზე.