ქართველი მხატვრის მუდმივი გამოფენა
ვარშავა სხვადასხვააღწერა
აკაკი გაჩეჩილაძე -ქართველი მხატვარი. ხუთი წლის წინ მან სრულად მიუძღვნა თავი ხელოვნებას. მუშაობს ზეთის საღებავებით, ქმნის „ილუზორულ სამყაროს“ და აცხადებს, რომ შემოქმედება ამოუწურავია.
გამართული აქვს პერსონალური გამოფენები გერმანიაში, ესპანეთსა და იორდანიაში.
ამჟამად ცხოვრობს და აქტიურად მოღვაწეობს ვარშავაში. ვარშავაში აქვს მუდმივი გამოფენა/სახელოსნო, სადაც ასევე ხელმძღვანელობს ხატვის გაკვეთილებს. აწყობს გამოფენებს პოლონეთის კულტურულ ცენტრებში.