ისწავლე პოლონური ენა ონლაინ
ჩვენი ისტორია
Cześć! მე ლილი ვარ - შენი მეგზური პოლონური ენის სამყაროში. ბავშვობიდან ვგიჟდები უცხო ენებზე - ახლა 4 ენაზე ვსაუბრობ და საკუთარ თავზე მაქვს გამოცდილი, რა სირთულეებთანაა დაკავშირებული ახალი ენის სწავლა. პოლონურს კი ვასწავლი უკვე 6 წელია.
საქართველოში ფსიქოლოგიის ბაკალავრიატი დავამთავრე, შემდეგ კი პოლონეთში, სილეზიის უნივერსიტეტში პედაგოგიკის მაგისტრატურაზე ვისწავლე. ეს ორი პროფესია ძალიან მეხმარება, რომ თითოეულ მოსწავლეს ინდივიდუალურად, მისი ხასიათის მიხედვით მივუდგე და ვიცოდე, როგორ ვიმუშაო მასთან.
მოკლედ, ჩემს ძირითად მეთოდებზე:
• ჯერ საბაზისო გრამატიკა: ვიწყებთ ფუნდამენტით, რათა ფრაზების უაზროდ დაზეპირების ნაცვლად, წინადადებების აწყობა დამოუკიდებლად შეძლო.
• გრამატიკა პრაქტიკაში: ვკითხულობთ ცხოვრებისეულ ტექსტებს, სადაც ზუსტად ის ახალი სიტყვები და წესებია ჩასმული, რასაც იმ წუთას გავდივართ. ასე თეორია ცოცხლდება.
• ,,იძულებითი" ალაპარაკება: ტექსტის მერე გისვამ კითხვებს, რომ ახალი მასალა მაშინვე გამოიყენო. საუბრის შიშსაც ასე ვხსნით.
ავტომატიზაცია: ვვარჯიშობთ იმდენს, რომ ლაპარაკისას სწორ დაბოლოებებზე ფიქრი აღარ დაგჭირდეს და სიტყვები თავისით მოდიოდეს.
• ქართულიდან პოლონურად თარგმნა: ეს მეთოდი ყველასთან მუშაობს;განახებს ენების სხვაობებს და პირდაპირ გაჩვევს პოლონურად ფიქრს.
• ცხოვრებისეული დავალებები და საუბრები: ვაკეთებთ იმას, რაც რეალურად გამოგადგება ცხოვრებაში. ასე ნასწავლის ლოგიკას ყველაზე კარგად დაინახავ.
• მუდმივი გამეორება: ძველ მასალას არასდროს ვივიწყებთ და სულ ვაბრუნებთ პრაქტიკაში, რომ არ დაგავიწყდეს.
თუ გაინტერესებს, როგორ ვხსნი მასალას, მომძებნე YouTube-სა და Spotify-ზე: პოლონური ლილისთან ერთად, სადაც ვრცელი და საინტერესო გაკვეთილები დაგხვდება. მოკლე, სასარგებლო და სახალისო ვიდეოებისთვის კი Facebook-სა და TikTok-ზე გელოდები❤️
Do zobaczenia!