ახალი კანონი 2026: უფასო იურიდიული კონსულტაცია ტელეფონით ან WhatsApp-ით

პოლონეთში 2026 წლიდან ახალი კანონი ამოქმედდება, რომელიც უფასო იურიდიული დახმარების სისტემას მნიშვნელოვნად შეცვლის. ცვლილებების მიზანია, იურიდიული კონსულტაციები უფრო ხელმისაწვდომი გახდეს, განსაკუთრებით შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის, ხანდაზმულებისთვის და შორეულ რაიონებში მცხოვრებთათვის.

ამჟამინდელი სისტემა ძირითადად პირისპირ კონსულტაციებს ითვალისწინებს, თუმცა ახალი რეგულაციებით, დისტანციური კონსულტაციები გახდება პრიორიტეტული. ეს ნიშნავს, რომ მოქალაქეებსა და რეზიდენტებს შეეძლებათ უფასო იურიდიული რჩევის მიღება ტელეფონით, ვიდეო ზარით, ელექტრონული ფოსტით ან სხვა დისტანციური საკომუნიკაციო საშუალებებით, მათ შორის WhatsApp-ის მეშვეობით.

კანონპროექტი, რომელიც ამჟამად პარლამენტში განიხილება, მიზნად ისახავს იურიდიულ დახმარებაზე წვდომის გამარტივებას და ბიუროკრატიის შემცირებას. უფასო იურიდიული დახმარებით სარგებლობა შეეძლება ყველას, ვისაც არ შეუძლია ფასიანი იურიდიული მომსახურების ხარჯების დაფარვა. ეს ცვლილება მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს იურიდიული სერვისების ხელმისაწვდომობას პოლონეთის მოსახლეობისთვის, მათ შორის იმიგრანტებისთვის, რომლებიც ხშირად საჭიროებენ იურიდიულ კონსულტაციებს სხვადასხვა საკითხზე.

ახალი სისტემის ამოქმედება 2026 წლისთვის არის დაგეგმილი, რაც პოლონეთში მცხოვრებ პირებს საშუალებას მისცემს, მარტივად მიიღონ საჭირო იურიდიული დახმარება თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით.

მოამზადა ნათია ქიმაძემ