პოლონური მეტეორიტი „დრელოვი“ – კოსმოსური შეჯახების უძველესი ჩანაწერი

ძვირფასო თანამემამულეებო,

პოლონეთი არამხოლოდ ევროპის გულში მდებარე ქვეყანაა მდიდარი ისტორიითა და კულტურით, არამედ აქტიურად მონაწილეობს მსოფლიო მეცნიერულ აღმოჩენებშიც. გვინდა გაგაცნოთ საინტერესო სიახლე, რომელიც პოლონელმა მეცნიერებმა გაავრცელეს.

2020 წელს, ლუბლინის სავოევოდოში, სოფელ დრელოვის მახლობლად, აღმოჩენილი მეტეორიტი, რომელსაც „დრელოვი“ უწოდეს, კოსმოსური წარსულის უნიკალურ ჩანაწერს წარმოადგენს. პოლონეთის მეცნიერებათა აკადემიის (PAN), სილეზიის უნივერსიტეტისა და ვარშავის უნივერსიტეტის მკვლევარებმა დაადგინეს, რომ ეს მეტეორიტი მზის სისტემის ადრეული პერიოდის ძალადობრივი შეჯახების კვალს ატარებს.

„დრელოვი“ არის აქონდრიტი – ქვის მეტეორიტის იშვიათი სახეობა, რომელიც დედამიწაზე ჩამოვარდნილი მეტეორიტების მხოლოდ 4%-ს შეადგენს. მისი ანალიზით გამოვლინდა უნიკალური მინერალები და სტრუქტურები, რომლებიც მიუთითებს მაღალი ტემპერატურის ზემოქმედებასა და სწრაფ გაგრილებაზე. მეცნიერთა აზრით, ეს მეტეორიტი უფრო დიდი კოსმოსური სხეულის ფრაგმენტია, რომელიც მრავალჯერადი შეჯახების შედეგად დაიშალა.

ეს აღმოჩენა მნიშვნელოვანია, რადგან ის საშუალებას გვაძლევს, უკეთ გავიგოთ, როგორ ყალიბდებოდა ჩვენი მზის სისტემა მილიარდობით წლის წინ. პოლონელი მეცნიერების ეს წვლილი ასტრონომიასა და პლანეტოლოგიაში კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს ქვეყნის როლს გლობალურ მეცნიერულ კვლევებში.

მოამზადა მათე გასვიანმა