
პოლონეთში უკრაინის მოქალაქეები აქტიურად აფუძნებენ ახალ კომპანიებს, რაც მათ ლიდერებად აქცევს ამ სფეროში უცხოელებს შორის. ეს ტენდენცია ხაზს უსვამს უკრაინელების მზარდ ეკონომიკურ ინტეგრაციას პოლონეთის ბაზარზე.
პოლონური მედიის ინფორმაციით, უკრაინელები განსაკუთრებით აქტიურობენ ინდივიდუალური მეწარმეობის (jednoosobowa działalność gospodarcza) და სამოქალაქო პარტნიორობის (spółki cywilne) დაფუძნების კუთხით. 2023 წლის მონაცემებით, პოლონეთში რეგისტრირებული უცხოური კომპანიების მნიშვნელოვანი ნაწილი სწორედ უკრაინის მოქალაქეებს ეკუთვნოდათ.
ეს ეკონომიკური აქტივობა ხელს უწყობს პოლონეთის ეკონომიკის განვითარებას და მიუთითებს უკრაინელი მიგრანტების მეწარმეობის მაღალ დონეზე, რაც მათ საშუალებას აძლევს, არა მხოლოდ დასაქმდნენ, არამედ შექმნან სამუშაო ადგილები და წვლილი შეიტანონ ქვეყნის ეკონომიკურ ზრდაში.
მოამზადა ნათია ქიმაძემ