პოლონეთში პოლიციის კომენდანტი სიჩქარის გადაჭარბებისთვის დააჯარიმეს

პოლონურ მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, პოლიციის ერთ-ერთი კომენდანტი საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის, კერძოდ, სიჩქარის გადაჭარბებისთვის დააჯარიმეს.

Polsatnews.pl-ის ცნობით, ინციდენტი პოლონეთის ერთ-ერთ რეგიონში მოხდა. პოლიციის თანამშრომლებმა რადარით დააფიქსირეს ავტომობილი, რომელიც დადგენილ ლიმიტზე მნიშვნელოვნად მაღალი სიჩქარით მოძრაობდა. ავტომობილის გაჩერების შემდეგ აღმოჩნდა, რომ საჭესთან პოლიციის კომენდანტი იჯდა.

კომენდანტს, ისევე როგორც ნებისმიერ სხვა მძღოლს, დაეკისრა შესაბამისი ჯარიმა და ჩაერიცხა საჯარიმო ქულები. ამასთან, მოსალოდნელია, რომ ინციდენტს შიდა დისციპლინური მოკვლევაც მოჰყვება, რაც მის თანამდებობაზე გავლენას მოახდენს.

მოანზადა ნათია ქიმაძემ