პოლონეთის განათლების სისტემაში ჯანმრთელობის განათლების საგნის ბედი წყდება

პოლონეთის განათლების სამინისტროში აქტიურად განიხილება სკოლებში „ჯანმრთელობის განათლების“ (edukacja zdrowotna) საგნის შემოღების საკითხი. პოლონური მედიის ინფორმაციით, განათლების მინისტრი ბარბარა ნოვაცკა შესაძლოა გადადგას ნაბიჯი უკან ამ საკამათო საგნის დანერგვასთან დაკავშირებით.

საგანი „ჯანმრთელობის განათლება“ პოლონეთის საგანმანათლებლო სისტემაში ახალ ინიციატივად განიხილება, რომლის მიზანია მოსწავლეებისთვის ჯანსაღი ცხოვრების წესის, პრევენციისა და ჯანმრთელობასთან დაკავშირებული სხვა მნიშვნელოვანი საკითხების სწავლება. თუმცა, მისი შინაარსი და ფორმატი დისკუსიისა და კამათის საგანი გახდა.

მინისტრის შესაძლო ,,ნაბიჯი უკან“ შეიძლება ნიშნავდეს საგნის შემოღების გეგმების გადახედვას, მისი შინაარსის შეცვლას ან დანერგვის ვადების გადაწევას. 

მოამზადა ნათია ქიმაძემ