
პოლონეთის პარლამენტმა (სეიმმა) ქვეყნის კალენდარში ახალი სახელმწიფო დღესასწაული დაამატა. 12 აპრილი ოფიციალურად გამოცხადდა კატინის დანაშაულის მსხვერპლთა ხსოვნის დღედ.
ეს გადაწყვეტილება მიზნად ისახავს 1940 წელს საბჭოთა კავშირის შინაგან საქმეთა სახალხო კომისარიატის (НКВД) მიერ ჩადენილი კატინის დანაშაულის მსხვერპლთა პატივსაცემად. აღნიშნული დღესასწაული პარლამენტის მიერ ერთხმად იქნა მიღებული.
მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ მიუხედავად სახელმწიფო დღესასწაულის სტატუსისა, კატინის დანაშაულის მსხვერპლთა ხსოვნის დღე არ არის უქმე დღე. ეს ინფორმაცია განსაკუთრებით აქტუალურია პოლონეთში მცხოვრები ემიგრანტებისა და რეზიდენტებისთვის, რადგან ის გავლენას არ მოახდენს სამუშაო გრაფიკზე ან საჯარო დაწესებულებების მუშაობაზე.
მოამზადა მათე გასვიანმა