პოლონეთის პარლამენტმა, სეიმმა, მიიღო კანონპროექტი, რომელიც ახალ ვალდებულებებს აწესებს ძაღლებისა და კატების მფლობელებისთვის. ეს ცვლილებები მიზნად ისახავს ცხოველთა კეთილდღეობის გაუმჯობესებას, უსახლკარო ცხოველების რაოდენობის შემცირებას და მფლობელების იდენტიფიცირების პროცესის გამარტივებას.
კანონპროექტის თანახმად, პოლონეთში მცხოვრები ყველა ძაღლისა და კატის მფლობელს დაევალება თავისი შინაური ცხოველის სავალდებულო მიკროჩიპირება და ცენტრალურ მონაცემთა ბაზაში რეგისტრაცია. ეს სისტემა ხელს შეუწყობს დაკარგული ცხოველების პოვნას და მიტოვების შემთხვევების პრევენციას.
აღნიშნული საკანონმდებლო ცვლილებები შეეხება პოლონეთის ყველა მაცხოვრებელს, მათ შორის ემიგრანტებს, რომლებიც ქვეყანაში ძაღლებსა და კატებს ფლობენ. მნიშვნელოვანია, რომ მომავალში ყველა მფლობელმა გაითვალისწინოს ეს ახალი მოთხოვნები.
კანონპროექტი ახლა სენატს გადაეგზავნება განსახილველად, რის შემდეგაც მას პრეზიდენტმა უნდა მოაწეროს ხელი, რათა ძალაში შევიდეს.
მოამზადა ნათია ქიმაძემ