პოლონეთის მმართველი პარტიის „კანონი და სამართლიანობა“ (PiS) დეპუტატმა, ადამ შნიეჟეკმა, მართვის მოწმობა დაკარგა საგზაო მოძრაობის წესების დარღვევის გამო. ინციდენტი ქალაქ რჟეშოვში მოხდა, სადაც პოლიციამ დეპუტატი დააფიქსირა დასახლებულ პუნქტში სიჩქარის გადაჭარბებისთვის 50 კმ/სთ-ზე მეტით. პოლონური მედიასაშუალებების ინფორმაციით, ადამ შნიეჟეკმა არ გამოიყენა თავისი საპარლამენტო იმუნიტეტი და სრულად მიიღო კანონით გათვალისწინებული სანქციები. მას 3 თვით ჩამოერთვა მართვის მოწმობა, დაეკისრა ჯარიმა და დაერიცხა საჯარიმო ქულები.
მოამზადა მათე გასვიანმა