პრემიუმ ხალათები და სახლის ტანსაცმელი, რომელიც სრულად იწარმოება საქართველოში. გადააქციე სახლში ყოფნა რიტუალად.
აღმოაჩინე SERENESERENE ნიშნავს თავდაჯერებულობას, სწორედ იმ განცდას, რომლის მოტანაც გვინდა ყოველდღიურ ცხოვრებაში.
ჩვენი მიზანი იყო შეგვექმნა სამოსი, რომელიც სახლში ყოფნას განსაკუთრებულ რიტუალად აქცევს.
Slow Fashion ფილოსოფია: ჩვენთვის ეს ნიშნავს გააზრებულ არჩევანს - მცირე კოლექციებს, დეტალებზე განსაკუთრებულ ყურადღებას და სამოსს, რომელიც დიდხანს რჩება თქვენს გარდერობში.
SERENE ქმნის სივრცეს, სადაც ქალი თავს მშვიდად და თავდაჯერებულად გრძნობს - ზედმეტი ხმაურის გარეშე.
მეგობრების გუნდი დიდი სიყვარულით დეტალების მიმართ.
ქართული ბრენდი, რომელიც სრულად ადგილობრივად იწარმოება.
ვმუშაობთ გამოცდილ ქართველ მკერავებთან და დიზაინერებთან ერთად.
ქალისთვის, ვისაც სურს თავი იგრძნოს კომფორტულად და ელეგანტურად კომპრომისების გარეშე.
ბრენდი, რომელიც ნელა იზრდება, ხარისხისა და ფილოსოფიის შენარჩუნებით.
ამჟამად ვმუშაობთ პრემიუმ ხავერდსა და აბრეშუმზე.
ეს მასალები შემთხვევით არ აგვირჩევია. მათი ტექსტურა და შეგრძნება სხეულზე საუკეთესოდ გადმოსცემს იმ სიმყუდროვესა და ელეგანტურობას, რისი მიღწევაც გვსურს.
თითოეული ნივთი გუნდური მუშაობის შედეგია.
დიზაინერის იდეიდან, თარგის ამგებისა და გამომჭრელის ხელით, მკერავის სიზუსტით და საბოლოოდ მარკეტინგის გუნდის ხედვით — ყველაფერი მზადდება საქართველოში.
დაგვიკავშირდით შეკვეთისთვის ან დამატებითი ინფორმაციისთვის. უახლოეს პერიოდში ვგეგმავთ კოლექციის გაფართოებას.
შეკვეთის გაფორმება